საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ბოლო 24 საათის განმალვობაში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.  გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. 

მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 30303 
  • გამოჯანმრთელებულია - 11370
  • მათ შორის გარდაცვლილია - 215
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3769
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2268
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3832 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი