სომხეთის პრემიერმინისტრის ცოლი ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებებში ერთვება

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი სამხედრო წვრთნას გაივლის და ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება. ანა აკოპიანი ინფორმაციას Facebook-ით ავრცელებს: 

"ხვალიდან 13 ქალისგან შემდგარი დანაყოფი, ჩემი ჩათვლით, სამხედრო წვრთნებს გაივლის. რამდენიმე დღეში საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით. არც ჩვენი სამშობლო და არც ჩვენი ღირსება მტერს არ დანებდება", - წერს ანა აკოპიანი. 

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე სამჯერ, 10 , 18 და 25 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი