1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვსდიოთ ესებუას - "მთავარის" ექსკლუზივი შს მინისტრთან

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, "მთავართან" ექსკლუზიური ინტერვიუსას ამბობს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს შეიძლება 1 თვეც სდიონ და თუ "მთავარი არხი" უწყებას ხელს არ შეუშლის, ესებუას აუცილებლად დააკავებენ. 

"1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვსდიოთ, ეგ პრობლემა არ არის არანაირი. თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ", - ამბობს გომელაური. 

 შს მინისტრი ამ დროისთვის ზუგდიდში იმყოფება. მასთან ერთადაა პრემირმინისტრი გიორგი გახარიაც, თუმცა ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 

ცნობისთვის, ბანკზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას, დაკავებას ძალოვანი უწყებები მე-6 დღეა უშედეგოდ ცდილობენ. 

აქვე, გუშინ, 26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი