"მე არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას" - გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ ფორმატს შეუერთდა

გამოქვეყნდა:

მე არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისის დატოვების შემდეგ.

გიორგი მარგველაშვილი დღეს ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრას პირველად დაესწრო. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავადაც გეგმავს აქტიურად ჩაერთოს დიალოგის ფორმატში. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გუშინ მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას.

მარგველაშვილმა კომენტარი გააკეთა პოლიტპატიმრებზეც და განაცხადა, რომ მათ ციხეები უნდა დატოვონ:

აქ იყო ძალიან ბევრი ადამიანის შრომა მიზნისთვის, ეს დაიწყო იმ ახალგაზრდებიდან, რომლებმაც რუსთაველზე თავისი ჯანმრთელობის ფასად იბრძოლეს და გაგრძელდა მრავალთვიანი ბრძოლით...ამის გამო დღეს ადამიანები სხედან ციხეში პოლიტპატიმრებად და იმედი მაქვს, გამოვლენ ციხიდან იმიტომ, რომ სამარცხვინოა ქვეყანას ჰყავდეს პოლიტპატიმრები" განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" მხრიდან შეთანხმების შესრულებას. როგორც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს "ოცნების" მხრიდან პირობის დარღვევა ახალი არ იქნება, თუმცა იმედოვნებს, რომ ასე არ მოხდება და მმართველი  გუნდი მიღწეულ შეთანხმებას შეასრულებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი