საფრანგეთი მოქალაქეებს ისლამის შეურაცხმყოფელ ანიმაციებთან მიმართებაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი მოქალაქეებს მუსულმანური სამყაროს შეურაცხმყოფელ ანიმაციურ ფილმებთან მიმართებაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ხელისუფლება ამბობს, ჩეჩნეთის ლიდერმა პარიზი წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მოსახლეობას ტერორიზმისკენ მოუწოდა, ამიტომ მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

დემონსტრანტები გამოვიდნენ ბანგლადეშის ქალაქ დაკაშიც და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონი პლაკატებზე მუქარის შემცველი ნიშნები დასვეს. შეურაცხმყოფელი ანიმაციებისთვის პროტესტი გამოხატა ირანმაც.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი, მოქალაქეებს ფრანგული პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის თქმით, ევროპაში ისლამის მიმდევრებისთვის უსაფრთხოდ ცხოვრება თითქმის შეუძლებელია და მუსლიმების მიმართ სიძულვილი საფრანგეთის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

ანიმაციების ჩვენება დაგმო საუდის არაბეთმაც, თუმცა, უარი თქვა ფრანგული პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე.

ისლამური სამყაროსა და საფრანგეთის ლიდერებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში თავდამსხმელებმა სკოლის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ისტორიის მასწავლებელი იყო და მან კლასში მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურა არჩვენა. 

ემანუელ მაკრონმა მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა და თქვა, რომ მასწავლებელი მოკლეს, რადგან ის "გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი