ჩემი სხეული-ჩემი არჩევანი - აბორტის აკრძალვის გამო პოლონეთში აქციები გრძელდება

გამოქვეყნდა:

პოლონეთში მთავრობის მიერ აბორტის აკრძალვის გამო, საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. 

"ჩემი სხეული - ჩემი არჩევანი", - ამ ფრაზამ გააერთიანა ქუჩაში გამოსული მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ აბორტი ისეთ შემთხვევებშიც აკრძალა, როდესაც ნაყოფის გადარჩენა შეუძლებელია. აკრძალვას კათოლიკურ ქვეყანაში ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა

აკრძალვის ძალაში შესვლის შემდეგ ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ორსული გააუპატიურეს, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან ნაყოფი ინცესტის შედეგადაა ჩასახული. ასეთი შემთხვევები გასულ წლებში პოლონეთში ჩატარებული აბორტების მხოლოდ 2%-ს შეადგენს. 

ცნობისთვის, პოლონეთი, მალტის შემდეგ, ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აბორტზე მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი