ბადრი ესებუას სამართალდამცავები მე-8 დღეა ეძებენ - ოჯახი კომენტარს არ აკეთებს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ძარცვასა და ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულ ბადრი ესებუას სამართალდამცავები ისევ ეძებენ. ოჯახი გუშინ, 27 ოქტომბერს აცხადებდა, რომ ბადრი ესებუა სახლში დღეს უნდა დაბრუნებულიყო. 

მეზობლების ინფორმაციით, ესებუას პრობლემა ფილტვზე ჰქონდა და ის თბილისში სამკურნალოდ იყო წასული. უცნობია ამოიღო თუ არა რაიმე ნივთმტკიცება ესებუების სახლიდან სპეცოპერაციის შემდეგ უწყებამ.

ბადრი ესებუას სამართალდამცავები მე-8 დღეა ეძებენ.

ცნობისთვის,  26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი