ხმაური ხულოს რაიონში - "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს სოფელი დაატოვებინეს

გამოქვეყნდა:

ხულოს რაიონის სოგელ დიდაჭარაში ადგილობრივებმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს, წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის საშუალება არ მისცეს და სოფელი დაატოვებინეს. 

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ბოლქვაძე მხოლოდ დაპირებებს გასცემდა და რიაიონისთვის მას არაფერი გაუეთებია - შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კანდიდატი საკუთარი კომპანიების გამდიდრებას შეეცდება, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა. 

"ნორმალური ცხოვრების უფლებას არ გვაძლევთ, 3 შვილი ისე გამეზარდა, რომ ვერ ვნახე. მილიარდები რომ გაქვს, როგორ დავწყნარდე?" - ეუბნება ერთერთი მაცხოვრებელი ბოლქვაძეს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში. 

გარდა დიდაჭარისა, სხვა სოფლების მაცხოვრებლებიც ეჭვობენ, რომ ანზორ ბოლქვაძე ფულის გათეთრებას შეეცდება და მოსახლეობისთვის სასარგებლოს არაფერს გააკეთებს. 

ცნობისთვის, ანზორ ბოლქვაძე 12 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი ჯერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ენმ-დან, 2012 წლიდან კი "ოცნების" დეპუტატია. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი