"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" შეარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს რა რეაქცია ექნება ამაზე ხალხს. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისუაბრა და მაგალითად კომპანია "აიპიემის" დაკვეთით ჩატარებული კვლევა მოიყვანა.
"ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის, "აიპიემისთვის" დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ. და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხი - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს. ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, "აიპიემის" წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არა აქვთ.
მისივე თქმით, ეს იგივე კომპანიაა, რომელიც "სართაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს" IRI-ს უტარებს კვლევებს და ამაზე მათთან არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება, რომ პარტნიორმა კომპანიამ ხელშეკრულებას გადახედოს.
კაბახიძემ დღეს, 28 ოქტომბერს, ასევე, აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა გახსნილიო აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.