თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს - აჭარაში სკანდალი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ანზორ ბოლქვაძის შემდეგ, სოფელ დიდაჭარას მოსახლეობამ სოფელში უკვე რეგიონის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე არ შეუშვა და გამოაძევა.

ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს ევროპულის ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

ფირუზ წულუკიძის ძმა, რეზო წულუკიძე უკვე რამდენიმე თვეა ხულიგნობის ბრალდებით იხდის სასჯელს. ძმები წულუკიძეები ამბობენ, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება მათ პოლიტიკური მოტივით სდევნის, რადგან სპორტსმენებმა არჩევნებში დახმარებაზე ხელისუფლებას უარი უთხრეს.

პარალელურად რეგიონის ოპოზიცია ასაჯაროებს აუდიო ჩანაწერებს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესს მთლიანად სუს-ი აკონტროლებს, მათ შორის ნიშნავს და მართავს საუბნო კომისიის წევრებს. 

ბრალდებების დასადასტურებლად ბათუმის საკრებულოს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ დღეს იმიტირებული აუდიო​ჩანაწერიც გამოაქვეყნა.

ხმაური ხულოს რაიონში - "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს სოფელი დაატოვებინეს
 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი