პოლიტპატიმრების ბედი - "ოცნება" შეთანხმების ნაწილს უარყოფს, ოპოზიცია კი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას თხოვნას ელოდება. ამის მერე გახდება ცნობილი, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ოპოზიციის ერთ ერთ ლიდერს. 

20 ივნისის შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავზე გუშინ აიღო. თუმცა ამ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში ივანიშვილის პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ოპოზიცია ცრუობს და კონკრეტული გვარების განხილვა მოლაპარაკების პროცესში არ მომხდარა. მათი თქმით, მემორანდუმში მხოლოდ ის წერია, რომ ოცნება პროკურატურას და სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს. 

​მმართველი პარტიის ლიდერების ეს განცხადება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები იტყუებიან და გუშინდელ მოლაპარაკებებზე სწორედ კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი და მმართველი გუნდი დაკავებულების გათავისუფლებას დათანხმდა.

ოპოზიციის მოლაპარაკებებს დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტიც შეუერთდა. გიორგი მარგველაშვილი ყოფილი თანაგუნდელების შესაძლო თაღლითობას არ გამორიცხავს, მაგრამ იმედი აქვს ქართული ოცნება არსებულ რეალობას თვალს გაუსწორებს; 

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მთავარი ფიგურანტების სია დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გამოაქვეყნა. სიაში 9 გვარია: გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, ბესიკ თამლიანი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი.

პოლიტ პატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტას ოპოზიცია უახლოეს მომავალში ელოდება. ისინი ამბობენ, რომ ეს გაცილებით ხანმოკლე პროცესია, ვიდრე ახალი საარჩევნო ცვლილებების მიღება.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი