თურქეთის ქალაქ იზმირთან 7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა - ბიძგები იგრძნობოდა 6 ქვეყანაშიც

გამოქვეყნდა:

თურქეთის ქალაქ იზმირთან 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრა პარასკევს, 30 ოქტომბერს, იზმირიდან სამხრეთ-დასავლეთით 65 კმ-ში, ადგილობრივი დროით 14:51 საათზე მოხდა.

თურქეთის გარდა, მიწისძვრა იგრძნობოდა ბულგარეთში, კვიპროსში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, ლიბიასა და ჩრდილოეთი მაკედონიაში. მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვა იყო. 

იზმირის მერის ცნობით, დანგრეულია 20-მდე შენობა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი