მმართველი პარტიის და სატელიტი მედიის უსაფუძვლო ბრალდება მარტივად გაბათილდა. IPSOS-სთვის მიუღებელია თავდასხმა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიასა და მის პარტნიორებზე. ფრანგული გიგანტის წარმომადგენელი ღიად პასუხობს დისკრედიტაციის მცდელობას და საჯაროდ ადასტურებს, რომ კომპანიის თანამშრომლობა ოპოზიციურ მედიასთან და გამოქვეყნებული შედეგები კითხვის ნიშნებს არ აჩენს.
კომპანია IPSOS-ის საარჩევნო კვლევების გლობალური დირექტორი ამბობს,რომ მთავარი არხი IPSOS-ის საფრანგეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია და ყოველთვის კვლევის იმ შედეგებს აქვეყნებს,რასაც კომპანია ოფიციალურად უგზავნის.
გაცილებით ხისტია ბრალდებებზე "მთავარი არხის" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების პასუხი. მთავარი ოპოზიციური მედია ოპონენტებს ურჩევს გაიხსენონ წარსული, როდესაც "მთავარი არხის" ეგზიტპოლები პრაქტიკულად სრული სიზუსტით ემთხვეოდა საბოლოო შედეგებს.