"ამ უბნელები ვართ...შენნაირი აქ ვერ მოვა" - მორიგი ხელჩართული ჩხუბი სამგორში

გამოქვეყნდა:

ხმაური სამგორში - 24-ე, 25-ე და 26-ე საარჩევნო უბნებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები "ოცნების" სასარგებლოდ ეწევიან აგიტაციას.

გარდა აგიტაციისა, ამ უბნებზე ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის. 

"რამდენიმე საათია დარჩენილი გამარჯვება ოფიციალურად გავიფორმოთ. ეს იქნება ხალხის გამარჯვება და იქნება ქართული ოცნების აგიტატორების მარცხი. ეს ქვეყანა ჩვენია, ყველასია და ყველას შეეხება ის სიკეთე, რომელსაც მოიტანს ცვლილებები. ​ფაქტია, რომ აგებენ ამ რაიონში არჩევნებს, კვლევბითაც იციან და ვნახეთ პროვოკაციები...თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი მთელი დღის განმავლობაში ეწევა ქართული ოცნების აგიტაციას" - ამბობს ხაბეიშვილი. 

თავის მხრივ, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ "ოცნების" კოორდინატორი ტალონებს არიგებდა მხარდამჭერებისთვის. 

აქვე, იხილეთ: არჩევნები ფოტოებში (განახლებადი).

დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულშიქუთაისში,ზუგდიდში, გურიაშივანსა და ხონში.

წყალტუბოში ერთერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.

ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ". 

საარჩევნო უბნებზე "კარუსელის" მცდელობებზე ისაუბრა ზაალ უდუმაშვილმაც.

დარღვევები ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი მათგანი "ცესკომ საერთოდ არ დაარეგისტრირა, ზოგიერთი კი - გადასატანი ყუთით სარგებლობასთან ერთად, საარჩევნო უბანზეც მივიდა.

დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი