პირველი არხის განცხადებით, მათ სერვერებზე კიბერშეტევა მოხდა

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, მათ სერვერებზე კიბერშეტევა მოხდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ განცხადებას თავად მაუწყებელი ავრცელებს.

"პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. სავარაუდოდ კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა", - წერია განცხადებაში.

ტელევიზიის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი