თბილისის მერია წინასაარჩევნოდ გამგეობების ხელმძღვანელებს ხელფასებს უზრდის

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიამ წინასაარჩევნოდ გამგეობების თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა გადაწყვიტა. ამისთვის კალაძის უწყება წელიწადში დამატებით 5 მილიონ ლარს ითხოვს. 

პასუხი კითხვაზე რა მიზეზით იზრდება ჩინოვნიკების ხელფასი და რატომ არ ემატებათ შემოსავალი მათ ვინც რეალურად მძიმე სამუშაოს ასრულებს, არავის აქვს.

თბილისის გამგეობების უმეტესობაში ამ თემაზე საუბარი არ სურთ. პასუხებს ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით ერიდებიან გამგებლებიცა და მათი მოადგილეებიც.

გამგეობებისა და მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესაბამისი მოთხოვნა დასამტკიცებლად საკრებულოში უკვე შევიდა. მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ანაზღაურება 400 -დან 700 ლარამდე ეზრდებათ. ცვლილება მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსსა და ხელმძღვანელ თანამდებობებს შეეხება. ხელფასი არ ემატებათ საბავშვო ბაღებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს. ასევე არც ავტობუსების მძღოლებს. 

საკრებულოს ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან რომ ხელფასების მატება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება და ეს მორჩილი თანამშრომლების წახალისებისთვის ხდება. 

გაზრდილი ხელფასი ბიუჯეტში გათვალისწინებული წლის დასაწყისში არ ყოფილა. ცვლილების შეტანას თბილისის მერი საკრებულოს სასწრაფო წესით სთხოვს. 

"მთავარს" დღეს ამ თემაზე საკრებულოს უმრავლესობის პოზიცია აინტერესებდა, თუმცა საკრებულოს დაცვამ გადამღებ ჯგუფს საჯარო დაწესებულებაში გადაადგილების საშუალება არ მისცა.

რა მოტივით გადაწყვიტა კახი კალაძემ თანამშრომლების წახალისება და რატომ დაჩაგრეს საბავშვო ბაღების თანამშრომლები, დასუფთავების სფეროში დასაქმებული ადამიანები და მძღოლები, ამ კითხვებზე პასუხს არც მერია სცემს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი