აჭრაში, გონიოს #91 და #92 საარჩევნო უბანზე "ოცნების" ჯგუფი, უბანზე მისულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთ ლიდერს, ლევარ ვარშალომიძეს და მასთან ერთად მყოფ მურმან დუმბაძეს დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და საარჩევნო უბნებზე არ უშვებდნენ.
ამ წუთებში, სამართალდამცავებს ტერიტორია ორ ნაწილად აქვთ გაყოფილი, ერთ მხარეს "ოცნების" აქტივისტები ნასვამ მდგომარეობაში არიან. ისინი "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფს არაერთხელ დაუპირისპირდნენ. მეორე მხარეს კი, ოპოზიციის მხარდამჭერი სპორტსმენები, მათ შორის არის ფირუზ წულუკიძე, რომელიც ამბობს, რომ არ მისცემს "ოცნებას" საშუალებას არჩევნები გააყალბონ.
"გავიგეთ, რომ მოხდა აქ დაპირისპირება, უსუსური მცდელობა იყო ლევან ვარშალომიძის თავდასხმის, აქ ვართ ჩვენ, რომ რამე ზედმეტი აღარ მოხდეს, არ ვაპირებთ, რომ ჩვენი და ჩვენი საზოგადოების სურვილი და ნება ვინმეს გავატანოთ და ყველაფრისთვის მზად ვართ. (უბნის მაყურებლებზე) ადამიანებს უნდა ჰქოდეთ თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება და ჩვენც მაგიტომ ვართ, რომ ამ უსამართლობას რითაც შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ და ვფიქრობთ, რომ რაღაც ეტაპზე გამოგვდის, "- ამბობს ფირუზ წულუკიძე
ამ დროისთვის, #91 და #92 საარჩევნო უბნებთან ჯერჯერობით სიმშივიდეა, მიმდინარეობს ხმების დათვლა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავებიც.
აქვე, დაპირისპირება სამგორის 39-ე უბანზე მოხდა, რასაც ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა 24-ე, 25-ე და 26-ე საარჩევნო უბნებზე. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ისანშიც და მარნეულშიც. სროლის ხმა გაისმა გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხელისუფლების წარმოამდგენლები ოპოზიციას დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა.