არჩევნები ჩვენი არჩევანის გარეშე - ოლიგარქის სცენარი, რომელიც არ უნდა შესრულდეს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს დათესოს საზოგადოებაში ნიჰილიზმი, რა აზრი აქვს წავალთ თუ არა არჩევნებზე, საბოლოოდ მაინც ის მოვა, ვისაც საქმე კაი ხნის წინ აქვს ჩაწყობილი . მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მოსახდელად საარჩევნო უბნებთან რიგი დადგა.

ამასობაში ოლიგარქმა საკუთარ შანსებს გადახედა და სცენარიც დაგვიწერა - ვერ მოგართვით, ასეთია ჩემი დემოკრატიაო. არჩევნები  გააყალბა და ჩვენი ქვეყნის  მმართველობაშიც მარიონეტების დატოვება ცესკოს მეშვეობით გადაგვიწყვიტა.

არჩევნები ჩვენი არჩევანის გარეშე.   ცვლილებებისა  და სიახლეების მოლოდინის გაქრობას ჩვენი საზოგადოების აქტიური წევრები არ დაუშვებენ.   მწერალი,  ლაშა ბუღაძე თვლის, რომ  როგორც ქვეყნის, ასევე  ჩვენი მომავლის კეთილდღეობისთვის დემოკრატიის დაცვა თითიეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა. პროდასავლურ პოლიტიკოსებს კი   ერთიანი გეგმის  შემუშავებისკენ მოუწოდებს.   წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს დეგრადირებას უსვამს ხაზს.

ნენე კვინიკაძე ცალსახა გაყალბებაზე საუბრობს , რომელიც, მისი აზრით, თითოეული იმ ადამიანის შეურაცყოფაა, ვინც გუშინ საკუთარი არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი წაართვეს. და ვის აინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი, ან რა პრიორიტეტები აქვთ მათ, აქ საქართველოში მთავარია, თუ რა სურს ერთ მილიონერ კაცს.

თუ ჩვენ ცვლილებებს მოვითხოვთ და ველით სიახლეებს , არჩევნები საუკეთესო საშუალებაა ამის გამოსახატავად. თუმცა ასე დემოკრატიურ ქვეყანაში ხდება. ჩვენი საზოგადოების აქტიური წევრები, მწერლები , პოეტები დემოკრატიის ფუნდამენტის არარსებობაზე საუბრობენ, დღევანდელ რეალობას  უკვე ტოტალიტარიზმს ადარებენ და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გამოსავალს ჩვენი, მოქალაქეების გაერთიანებაში ხედავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი