ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100% დათვლილია. ქვეყანაში სულ არსებული 3 847 უბნიდან ყველა შედეგი მიიღეს.
ამ შედეგების მიხედვით, რეგიონების 8 მაჟოირიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
ნახეთ შედეგები სრულად:
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – მე-10 ოლქი:
- ირაკლი ქადაგიშვილი 47,26% - "ქართული ოცნება"
- გიორგი ბოტკოველი 40,43% - ენმ
- ზურაბ ჭიაბერაშვილი 3,08% - "ევროპული საქართველო"
რუსთავი - მე-12 ოლქი:
- ნინო ლაცაბიძე - 47,37% "ქართული ოცნება"
- დავით კირკიტაძე - 32,6% ენმ
- ირმა ნადირაშვილი - 4,13% "ევროპული საქარველო"
- პაატა ჯიბლაძე - 3,44% "პატრიოტთა ალიანსი"
- ვახო მეგრელიშვილი - 3,27% "გირჩი"
- გრიოგოლ გეგელია - 2,71% "ლელო"
ხაშური-ქარელი მე-16 ოლქი:
- ზაალ დუგლაძე 49,34% "ქართული ოცნება"
- ნატო ჩხეიძე 29,62% ენმ
- კახა კოჟორიძე 8,94% "ევროპული საქართველო"
ზესტაფონი-ბაღდათის-თერჯოლა-ტყიბულ 21-ე ოლქი:
- ბეჟან წაქაძე - 49,49% "ქართული ოცნება"
- კახა გეწაძე 26,98% ენმ
- გიორგი წერეთელი 12,42% "ევროპული საქართველო"
ქუთაისი 23-ე ოლქი:
- ზაზა ლომინაძე 42,16%
- გრიგოლ ვაშაძე - 34,72%
- ოთო კახიძე - 5,95%
- ანა ნაცვლიშვილი - 4,48%
ზუგდიდი 27-ე ოლქი
- ირაკლი ჩიქოვანი 47,91%
- მალხაზ ჯალაღონია 36,95%
- გიგი უგულავა 7,23%
ბათუმი 28-ე ოლქი:
- რესან კონცელიძე 40,97% - "ქართული ოცნება"
- ლევან ვარშალომიძე 37,3% - "ნაციონალური მოძრაობა"
- არმაზ ახვლედიანი 4% - "ევროპული საქართველო"
- იაგო ხვიჩია 2.51% - "გირჩი"
ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაური 30-ე ოლქი:
- ანზორ ბოლქვაძე 46,26%
- მიშა ბოლქვაძე 32,5%
- ტარიელ ნაკაიძე 6,98%
ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".
აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.