ცესკოს და ISFED-ის მონაცემებს შორის სხვაობა, 6% განსაზღვრავს ვის ხელში იქნება ხელისუფლება - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ ცესკოს ციფრებსა და ისფედის მონაცემებს შორის არსებული 6%, განსაზღვრავს ვის ხელში იქნება მომავალი ხელისუფლება - ოპოზიციის თუ "ქართული ოცნების".

"48% - ოცნების გამოცხადებული შედეგი; 46% - გაყალბებული ოქმების ჩათვლით დამდგარი შედეგი ( წყარო: ISFED ) 4% გაყალბებული ოქმებით ხელოვნურად დაემატა ქართულ ოცნებას (წყარო: ISFED) 42% - გაყალბებული ოქმების გარეშე, ანუ რეალური შედეგი. (სხვაობა - ცესკოს ციფრებსა და ისფედის მონაცემებს შორის - 6%) 41% - ipsos -ის ეგზიტპოლი. 

ეს 6% განსაზღვრავს ხელისუფლება ვის ხელში იქნება - ოპოზიციის თუ ქართული ოცნების, და არა იმას, რამდენით მეტი ან ნაკლები ხმა ექნება ქართულ ოცნებას", - წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირს კითხვით მიმართავს, არის თუ არა ეს ყველაფერი კავშირში არჩევნების ლეგიტიმაციასთან.

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი