საქართველოში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1852 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1696 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 42 579;
  • გამოჯანმრთელებულია - 26 800;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 342;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 977;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 236;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4293, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 46 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 33 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი