ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 1696 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 2 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 696 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 26800 გახდა.

აქვე, გეყტვით, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1852 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი.   

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 42579
  • გამოჯანმრთელებულია - 26800
  • მათ შორის გარდაცვლილია - 342
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2977
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2236
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4293, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი