ეკონომიკის და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, მისისტრი, ნათია თურნავა 
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. 

უწყების ინფორმაციითვე, ამ დროისთვის მინისტრს COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმოპტომები არ აქვს.

"კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს, " - წერია განცხადებაში.

აქვე, გუშინ 1 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც თვითიზოლაციაში გადავიდა. გახარიას თქმით, თანამშრომელს, რომელთანაც ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა კორონავირუსი დაუდგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი