შემაჯამებელი ოქმებით არჩევნების გაყალბების შემთხვევებზე საუბრობს მესამე სექტორი, რომელიც ამომრჩეველთა ხმებს საარჩევნო პროცესის პარალელურად ითვლიდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, შემაჯამებელ ოქმებში იმაზე მეტი ბიულეტინი ჩათვალეს, ვიდრე რეალურად საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი იყო. სწორედ ამიტომ, მესამე სექტორი მოუწოდებს "ცესკოს" ხელახლა გადაითვალოს უბნები, სადაც ტექნიკურად გაუმართავი შემაჯამებელი ოქმები დაფიქსირდა.
"ზოგიერთ ოქმში ფიქსირდება მეტობა, ზოგიერთ ოქმს ტექნიკური გაუმართაობის თვალსაზრისით აქვს სერიოზული პრობლემები, კომისიებმა, რომლებიც განიხილავენ საჩივრებს, ყველა მნიშვნელოვან დეტალს უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ამომრჩევლის ნება სწორად აისახოს არჩევნების საბოლოო შედეგებში.",- ამბობს ნონა ქურდოვანიძე, "საიას" თავმჯდომარის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლისას, საარჩევნო უბნების 8%-ში არაზუსტი და არასწორად შეჯამებული ოქმები დაფიქსირდა.
"ცესკოს" გაყალბებული ოქმები იხილეთ აქ.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი