თუ არავინ არ შევა "გირჩიც" არ შევა - ზურაბ ჯაფარიძე საპარალამენტო მანდატებზე

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში "გირჩი" არ შევა იმ შემთხვევაში, თუ  სხვა ოპოზიციური პარტიებიც არ მიიღებენ მანდატებს 

"გირჩი იქნება ამ შეთანხმების ნაწილი, თუ არავინ არ შევა "გირჩიც" არ შევა, პლუსებს იქაც ვხედავ და მინუსებს იქაც ვხედავ, ორივეზე. მაგალითად, შესვლის შემთხვევაში გაქვს საპარლამენტო ტრიბუნა.
ჩემი აზრით, გარდაუვალია კრიზისი ახლა, რომ გაღრმავდეს, და შეგიძლია, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან კარგად აჯანჯღაროთ ხელისუფლება და ვადამდელი იქიდან მოითხოვო და არა ქუჩიდან, მაგალითად პლუსი ეს არის.
თუმცა, ამასაც აქვს მინუსი. მინუსი არის ის, რომ შეხედავ სხვა პარტიების სიას, ვინ არიან გამსვლელ ნაწილში, პოლიტიკოსები იქ არიან ძალიან ცოტა, ძლიერი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ცოტაა, ამიტომ ეს შეჯანჯღარების ნაწილი რამდენად გამოუვათ ამ ხალხს, გირჩის გარდა, არ ვიცი," -
ამბობს ზურაბ ჯაფარიძე 

აქვე გეტყვით, რომ "ევროპულმა საქართველომ" მანდატებსა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ცნობილია ისიც, რომ "ევროპული საქართველოს" გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ლეიბორისტული პარტია. 

უარს ამბობს მანდატებზე "პატრიოტთა ალიანსიც"

ახალი მოწვევის პარლამენტში, სავარუდოდ, შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ასევე - ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი". 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი