არ შევალთ იქ, სადაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან - ამბობს ნიკა მელია. გაერთიანებამ განცხადება გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მთავარი ოპოზიციური ძალა ამბობს, რომ ქვეყანაში არ ჩატარებულა არჩევნები და ის ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა.
ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მსგავსად გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი, შესაბამისად არავის იქ არაფერი არ გვესაქმება - ამბობს ნიკა მელია
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე უკვე თქვეს "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ" , "გირჩმა"
პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც"
ცესკოს მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ" საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 27,14% მიიღო