"სტრატეგია აღმაშენებელი" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ამის შესახებ ბრიფინგზე თქვა.
"უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე. ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა. საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან, დემოკრატიის დასამარებასთან. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ვერაგული მოპყრობა ამომრჩეველთა ნებაზე", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე უკვე თქვა უარი "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ" , "გირჩმა"
პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც"