ზუგდიდის სასამართლოში პროცესზე დასასწრებლად ორი ადვოკატი მივიდა, რომლებსაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდათ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის სასამართლოს შენობიდან ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია. პროცესები შეჩერდა,  მოსამართლეებმა კი ტერიტორია პატიმრების გასასვლელიდან დატოვეს. 

მიზეზი სასამართლოში იმ 2 ადვოკატის გამოჩენა გახდა, რომლებიც, წესით, თბილისში, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, დღეს მოულოდნელად სამეგრელოში პროცესებზე გამოცხადდნენ.

ერთერთ მათგანს ირკვევა, რომ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. შენობაში ახლა დეზინფექცია ტარდება, ადვოკატებმა კი შენობა ისე დატოვეს, რომ მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე არავინ იცის. უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ შეხება ადვოკატებს. ზუგდიდის სასამართლოში კი ყველა პროცესი გადაიდო.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი