დღეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი თბილისის დროით 16:00 საათზე, აშშ-ის დროით კი დილის 6 საათზე უკვე დაიწყო.
ხმის მიცემის დაწყებისთანავე, პენსილვანიაში, საარჩევნო უბნებთან რიგები დადგა.
ერთმანეთის კონკურენტები, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და "დემოკრატების" ლიდერი ჯო ბაიდენი არიან. ამ დროისთვის, ადგილობრივი ეგზიტპოლების მიხედვით, აშშ-ის შემდეგ შტატებში - არიზონა, ფლორიდა, მიჩიგანი, მინესოტა, ვირჯინიასა და პენსილვანიაში, ჯო ბაიდენი ლიდერობს, ხოლო ჯორჯიას, ოჰაიოს, ტექსასის, ჩრდილოეთ კაროლინას და იოვას შტატებში - დონალდ ტრამპი. რასაკვირველია, შედეგები შესაძლოა, შეიცვალოს.
ცნობისთვის, 2016 წლის არჩევნებზე, ადგილობრივი ეგზიტპოლების მიხედვით ჰილარი კლინტონი ლიდერობდა, თუმცა მან დონალდ ტრამპთან წააგო.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ფლორიდის შტატში უკვე მისცა პირველმა ლედი - მელანია ტრამპმა.
ტრამპის ოპონენტი ჯო ბაიდენი კი, საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ, პენსილვანიაში მხარდამჭერებს შეხვდა.
თბილისის დროით, 4 ნოემბრის დილის 5 საათზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების განახლებადი შედეგები:
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს, 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.