არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი მაქვს - დონალდ ტრამპი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Fox & Friends -ის ეთერში მოსალოდნელ გამარჯვებაზე ისაუბრა და თქვა, რომ არჩევნების მოგების დიდი შანსი აქვს.

პრეზიდენტმა იმ ამომრჩევლებსაც მიმართა, ვისაც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ყურადღება გაამახვილა იმ ეკონომიკურ პროგრესზე, რომელსაც, მისი თქმით, ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიამდე მიაღწია. პრეზიდენტმა, ამომრჩეველთა მრავალრიცხოვნობის გამო, კმაყოფილებაც გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე, აშშ-ის დროით კი, დილის 6 საათზე დაიწყო. 

ერთმანეთის კონკურენტები, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და "დემოკრატების" ლიდერი ჯო ბაიდენი არიან. 

ამ დროისთვის, ადგილობრივი ეგზიტპოლების მიხედვით, არიზონას, ფლორიდის, მიჩიგანის, მინესოტას, ვირჯინიასა და პენსილვანიას შტაბებში, ჯო ბაიდენი ლიდერობს, ხოლო ჯორჯიას, ოჰაიოს, ტექსასის, ჩრდილოეთ კაროლინასა და იოვას შტატებში - დონალდ ტრამპი.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის 99-მა მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე ისარგებლა და საკუთარი პრეფერენცია დააფიქსირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი