ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული მთავარი რეკომენდაციები ეპიდემიოლოგებისგან, რომლის დაცვაც სავალდებულოა

გამოქვეყნდა:

სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის სასამართლოში მას შემდეგ დაიწყეს, რაც იქ ორი ადვოკატი მივიდა და პროცესის დროს თქვა, რომ ახალი კორონა ვირუსით დაავადებულ პაციენტთან შეხება ჰქონდათ და ამიტომ თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ, თუმცა წესი დაარღვიეს და სასამართლოს სხდომაზე მივიდნენ, ამ განცხადებას სასამართლოში შენობაში პანიკა დაიწყო. ორივე ადვოკატს დარბაზი დაატოვებინეს. სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა და პროცესები გადაიდო.

როგორ აღმოჩდნენ თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატები სასამართლოს დარბაზში, ეს კითხვა მხოლოდ ჟურნალების არ აქვთ, სასამრთლომ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელი გაავრცელა, მოითხოვს რომ შესაბამისმა სამსახურებმა, კონტროლი გაამკაცრონ რადგან იზოლაციის წესების გამო რისკის ქვეშ სხვა ადამიანები დგებიან.

"მთავარმა არხმა" დაადგინა ადვოკატის ვინაობა, ვის განცხადებასაც დღეს პანიკა მოჰყვა. ლექსო არქანია ამბობს, რომ თვითიზოლაციაშია საკუთარი თავი შიშის გამო მოაქცია და მას არ ჰქონია შეხება კორონავირუსით ინფიცირებულებთან.

ინფექციონისტები კი კატეგორიულ გაფრთხილებას იძლევიან. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კარანტინის წესების დაცვა აუცილებელია, არის კონკრეტული რეკომენდაციები რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას.

"კოვიდ 19" ახალი ვირუსია მის ბუნებას მსოფლიო ეპიდემიოლოგები ამ დრომდე სწავლობენ. მაგალითად ზუსტად ჯერ კიდევ არ არის დადგენილი რამდენი ხანი ძლებს ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე. თუმცა ექსპერიმენტებმა ცხადყო რომ ფოროვან მატერიაზე ახალი კორონა ვირუსი შესაძლოა 24 საათს და უფრო მეტ ხანსაც ცოცხლობდეს.

კონკრეტული რეკომენდაციებია ტანსაცმელთან დაკავშირებითაც. ყველაზე მეტ ხანს ახალი კორონა ვირუსი სწორედ ტანსაცმელზე ცოცხლობს.

ხელების ხშირი დაბანა და სპირტით დამუშავება ეს არის მთავარი რეკომენდაცია რომელსაც ინფექციონისტები და ვირუსოლოგები გვაძლევენ. ხსნარი რომლითაც ხელების დამუშავება მოხდება 70 პროცენტიანი უნდა იყოს. პირბადის ტარება არ არის რეკომენდირებული ჯანმრთელი ადამიანისთვის. პირბადე უნდა  გაიკეტოს ადამიანმა რომელსაც გამოხატული სიმპტომები აქვს იმისთვის რომ არ მოხდეს სხვების დაინფიცირება.

ეპიდემიოლოგების კვლევის მიხედვით გრიპის ვირუსებისგან განსხვავებით ახალი კორონა ვირუსი ნაკლებად ვლინდება ბავშვებში. მოზარდების სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი მინიმალურია. თუმცა სწავლის გადადების რეკომენდაციას ინფექციონისტები მაინც იძლევიან. პარალელურად, ისინი მშობლებს ურჩევენ მოზარდები არ გაუშვან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სწრაფი კვების ობიექტებში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობა ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად საკმარის და შესაბამის ღონისძიებებს არ ატარებს. მათივე თქმით, კლინიკები მზად არ არის ეპიდემიისთვის, რომელიც საკმაოდ რეალურია და რომელიც საქართველოში შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიწყოს.

ბოლო ორ კვირაში საქართველოში კორონავირუსით, ინფიცირებული პაციენტების რიცხვმა 24-ს მიაღწია, სპეციალისტები ამბობენ, რომ ზრდა კიდევ იქება, თუმცა ეს პანიკის საფუძველი არ არის.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი