საოლქო საარჩევნო კომისიასთან ზვიად კუპრავა დააკავეს. პოლიციამ მანქანაში ის ძალის გამოყენებით ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა.
კუპრავა, ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეები საოლქო კომისიის მიერ, საჩივრების განხილვასა და უფლებამისილი პირების სხდომაზე შეშვებას ითოხვდა, რასაც პოლიციასთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიცია საოლქო კომისიებში არ უშვებს არც იმ პირებს, ვისაც ცესკოს ე.წ. ბეიჯი აქვს და უფლება აქვს სხდომებს დაესწროს.
დედაქალაქის მასტაბით უკვე მეორე საღამოა, საოლქო კომისიებთან მწვავე პროტესტი გრძელდება.