ცესკოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. ივანე ბურდულმა მის ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას პოსტის დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.
"მთავართან" ინტერვიუში ივანე ბურდული ამბობს, რომ მისი წამოსვლის მიზეზი არჩევნების გაყალბება. ბურდულის თქმითვე, საარჩევნო პროცესებში "ქართული ოცნება" და სუს-იც ჩართული არიან.
"მე დავწერე განცხადება და მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგი მიზეზთა გამო. მთავარი მიზეზი არის ის, რომ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მე ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის", - ამბობს ივანე ბურდული.
სამართალდამცველების ზეწოლაზე საუბრობს "ცესკოს" კიდევ ერთი თანამშრომელი, თამარ ბუჩუკური, რომელმაც თანამდებობა 2019 წელს დატოვა.
"თუნდაც, მცხეთის საოლქო საარჩევო კომისიაში გუშინაც, სხდომაზე, დღესაც არიან მობილიზებული სამართალდამცავები, სუს-ის, კუდ-ის თანამშრომლები, სპეცნაზის წარმომადგენლები და აი, ამ პირობებში უწევთ ამ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება", - თქვა თამარ ბუჩუკურმა.
ცესკოს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ცესკოში დიდია ისეთი ადამინების რიცხვი, რომლებსაც არ სურთ უკანონო დავალებების შესრულება.