გამოძიების დაწყების საფუძველი ოპერატიული ინფორმაციაა - სუს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი 30 ოქტომბერს გამართა.

"საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს", - წერია უწყების განცხადებაში. 

უწყება ამბობს, რომ  გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა მოქმედებები ჩატარდა, მათ შორის გამოიკითხა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს.

"ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გამოძიებას მის ხელთ არსებული, იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ. გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა", - წერია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ერთერთმა სახემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. გადატრიალების გეგმის ავტორებად მიხეილ სააკაშვილი, დიმიტრი შაშკინი და დევი ჭანკოტაძე დაასახელა. 

ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ირაკლი კობახიძის "შავ სიაში" არიან და, სავარაუდოდ, დაკითხვაზე უახლოეს პერიოდში დაიბარებენ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი