კორონავირუსის საფრთხის გამო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამონასუნთქის მეთოდით ორგანიზმში ალკოჰოლის დოზის განსაზღვრას არ მოახდენს.
ალკოჰოლის ტესტისთვის კლინიკებში მისვლა და სისხლის ანალიზის გაკეთება მოუწევს მოქალაქეს. სამხარაულის ბიურო ასევე ზღუდავს 24-საათიანი ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის მუშაობასაც. ეს სამსახური მხოლოდ დილის ათიდან 6 საათამდე იმუშავებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ღონისძიებების ფარგლებში ბიუროს ნარკოლოგიური განყოფილებები მიმდინარე წლის 1 აპრილამდე წყვეტენ 24 საათიანი მომსახურებას და სამუშაო საათები განისაზღვრება სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 09.00 საათიდან 18.00 საათამდე.
განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ბიუროს სერვისებთან დაკავშირებით ნებისმიერ კონსულტაციას ბიურო გაწევს დისტანციურ რეჟიმში“, - აცხადებენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.