მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი დემონსტრანტებს მიმათავს:  "არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს."

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააფრთხილეს ცესკოსთან შეკრებილი ადამიანები წინასწარ პასუხობს, რომ გაფრთხილება ასეთ შემთხვევებში არ ესწრება. 

"როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ და ღობეზე ქვებს ესვრიან პოლიციელებს, ასეთ დროს მსოფლიოში განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხევაში, მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. ვერ დავიწყებ გაფრთხილებას და ამ გაფრთხილების შემდგომ მოქმედებას - თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად. იმიტომ, რომ როდესაც ხდება უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება,  რაც მყისიერ საფრთხეს უქმნის, რომელიმე შენობაში ან სტრატეგიულ ობიექტს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტში - არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობას ამგვარად, როგორც ეს მოხდა" - თქვა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს. რაზეც მოგვიანებით შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.

წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა, რომელიც ამბობს, რომ  "როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას!"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი