მშიერი და გადაცივებული ადამიანების დევნა, შეგნებულად მკვლელობაზე წასვლას ნიშნავს - ექიმი ნანა გეგეჭკორი

გამოქვეყნდა:

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი, პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებას დანაშაულს უწოდებს და ამბობს, რომ "მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული და დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლას ნიშნავს".

ექიმის თქმით, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით ადამიანების დევნამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს. 

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში. საქართველოში, უკვე არც ერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება", - წერს ნანა გეგეჭკორი. 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს. 

ქვეყნის მთავარი ეპიდემილოგი და დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი, ხელისუფლების მიერ ნოემბრის ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენებაზე კომენტარს არ აკეთებენ. 

შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.

მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი