"ოცნების" უცვლელი ხელწერა - მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ისევ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები თვალისა და თავის არეში მიიღეს.

აქციის დარბევისას სპეცრაზმელმა ერთერთ მოქალაქეს თვალებში ე.წ.სპრეი შეასხა, რის გამოც, მარცხენა თვალში ქიმიური დამწვრობა მიიღო და მხედველობის 70% დაკარგა. 

8 ნოემბრის ღამეს "მთავარ არხთან" ის ადამიანები იხსენებენ, ვინც ცესკო-სთან საკუთარი ხმების მოპარვას აპროტესტებდნენ. დაშავებულები ამბობენ, რომ სამართალდამცავების მიერ არ ყოფილა გაფრთხილება და მოულოდნელად გამოიყენეს წყლის ჭავლი. 

"სპეცრაზმელმა გაურკვეველი სპრეი შემოგვასხა სახეში. დამეწყო საშინელი წვა თვალის, კანის... მაქვს ტრავმული კონიუქტივიტი, ბადურის ქიმიური დამწვრობა, მარცხენა თვალში 70%-ით დავკარგე მხედველობა", - ამბობს "მთავართან" გიორგი ხოჭოლავა.

"უცებ ამიტაცა რაღაცამ, ერთი-ორი მეტრი თ გადამაგდო უკან და დავარტყი თავი. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. არაფერი არ იყო იქ დასარბევი, ხვალ წავალ, ხალხთან ერთა დავდგები და ამ ხელისუფლებას მაინც გავისტუმრებთ", - თქვა ნანა ღლონტმა  

აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც.  მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის დანახვა შეურაცხმყოფელი და ღირსებისშემლახველი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და თბილისის პარლამენტთან საპოტესტო აქცია გამართეს. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეები რეზინის ტყვიებთ დაარბია, რა დროსაც თვალი დაკარგა სამმა ადამიანმა. დაზიანება მიიღო ათეულობით პირმა მათ შორის 30-ზე მეტი, მედიის წარმომადგენელია. 

ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი