ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ - „მთავარი არხი“ დაინტერესდა, როგორ მკურნალობენ საქართველოში პაციენტებს

გამოქვეყნდა:

„თუ დადასტურდა აქვს სურდო ვმკურნალობთ სურდოზე, აქვს ხველა ვმკურნალობთ ხველაზე, ვაძლევთ სითხეებს“ - ამ მეთოდით მკურნალობენ რესპუბლიკურ კლინიკაში პაციენტებს, ვისაც ვირუსის ნიშნები აქვს.

„კოვიდ 19“-ის დადასტურების შემდეგ პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსს ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატით ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი პრეპარატებით მკურნალობს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტიდან დიდი ნაწილი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული, აქედან ხუთს პნევმონია აქვს, რაც „კოვიდ 19“-ის ერთ-ერთი რთული ფორმაა.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის შესაძლოა ხსნა „რემდისივირი“ იყოს, ამ პრეპარატს სამედიცინო კორპორაცია „გილიადი“ აწარმოებს. „გარდიანი“ წერს, რომ 35 წლის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ამ წამლით ვაშინგტონში გამოჯანმრთელდა, ახლა კორპორაცია „გილიადი“ „რემდისივირის“ წარმოების მასშტაბს ზრდის, რომ უფრო მეტ ქვეყანას მიაწოდოს. უფრო მეტად დადასტურებული კვლევის შედეგები აპრილში იქნება.

„რემდისივირი“, რომელმაც შეიძლება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები განკურნოს, ორგანიზმში ვირუსის გამრავლების უნარს ბლოკავს. ცდებმა აჩვენა, რომ „რემდესივირი“ SARS და MERS-ის კორონავირუსების მიმართ ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის ახალი კორონავირუსის წინააღდეგ ყველზე ეფექტური მედიკამენტი იქნება.

„რემდისივირის“ მსოფლიოში წამყვანი კომპანია „გილიადი“ აწარმოებს. ამ კომპანიასთან საქართველოს ხელსუფლება მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მისი მოწოდებული იყო „ცე ჰეპატიტის“ სამკურნალო უძვირესი პრეპარატი, რომელიც მოქალაქეებს უფასოდ დაურიგეს, ამიტომ „მთავარი არხის“ დაინტერესდა, დაიწყო თუ არა საქართველოს ხელისფლებამ, მოლაპარაკებები „გილიადთან“ „რემდისივირის“ მოწოდების შესახებ.

რატომ არ იჭერს ჯანდაცვის მინისტის თადარიგს და რატომ ელოდება ინფიცირებულთა მკვეთრ ზრდას, რომ „გილიადთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ „კოვიდ 19“-ს მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ხშირ შემთხვევაში მედიკამენტოზურ ჩარევას საერთოდ არ საჭიროებს, პანიკა კი იმის გამოა, რომ არ არსებობს ვაქცინა და წამალი.

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც მუშაობენ, თუმცა სპეციალისტების განმარტებით, ვაქცინა სულ მცირე ერთი წელი არ იარსებებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი