დედაქალაქის პარალელურად, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ ბათუმშიც - გუშინ მოქალაქეებმა მთავრობის სახლის წინ კარავი გაშალეს და ღამე იქ გაათენეს. მათი თქმით, არ დაიშლებიან, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

ამასთან, თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია დღეს ბათუმშიც 6 საათზე დაიწყება. 

"ვიკრიბებით 6 საათზე, ვიქნებით ძალიან ბევრნი. არ დავთმობთ გაყალბებას, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მოთხოვნები ყველასთვის გასაგებია, დავდგებით ქუჩაში 24 საათიან რეჟიმში", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ვარშალომიძე. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლები დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს, 9 ნომებერს 6 საათზე შეიკრიბებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი