მაიკ პომპეო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის საქართველოში - სახელმწიფო მდივანი 6 სხვა ქვეყანაშიც ჩავა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, 17-18 ნოემბერს თბილისში ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონეფრენციაზე ისაუბრა.

მაიკ პომპეო ტურნეს საფრანგეთიდან იწყებს, ის ჩავა თურქეთში, შემდგომ საქართველოში, სადაიდანც წავა ისრაელში, ყატარში, გაერთიანებულ ემირატებსა და საუდის არაბეთში. 

მისივე თქმით ყველა ქვეყანასთან განსხვავებულ საკითხებზე იქნება მსჯელობა. "თითოეულ ქვეყანაში ბევრი იქნება განსახილველი"- თქვა მაიკ პომპეომ.

რაზე ისაუბრებს მაიკ პომპეო საქართველოში, მას არ დაუკონკრეტებია. 
უცნობია ისიც, შეხვდება თუ არა სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციას. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან 10 ნოემბრის საღამოს გახდა ცნობილი, დამატებითი ინფორმაციას 11 ნოემბერს სამინისტროს დილის ბრიფინგიდან გავიგებთ, იქამდე კი, ვიცით რომ პომპეოს ვიზიტს მოუთმენლად ელოდება პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი