დღევანდელი, 11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან დამატებით 2 421 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 49 811 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში დამატებით 2 911 ადამიანი ინფიცირდა, რეკორდულად ბევრი - 45 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.