კერძო კლინიკების ნაწილი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზაობას გამოთქვამს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულები სავარაუდოდ უკვე მათი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კერძო სექტორს გუშინ მიმართა და შეახსენა, რომ ისინიც უნდა მოემზადონ უფრო რთული სცენარისთვის.

დიდი კლინიკების ნაწილმა „მთავართან“ საუბრისგან თავი შეიკავა და არ განმარტა, მიიღებენ თუ არა ეპიდემიის დაწყების შემთხვევაში დაავადებულ პაციენტებს.

კერძო კლინიკების ნაწილი კი სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მიიღებენ.

ჩვენ შეგვიძლია დღეს უკვე რამდენიმე პაციენტის გატარება, 5 პაციენტამდე ისე, რომ არ შეიცვლება კლინიკის ნაკადი და 30-35 პაციენტამდე შეგვიძლია მივიღოთ, ამ შემთხვევაში მოხდება გარკვეული პაციენტების ნაკადების ცვლა“, - განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალის“ წარმომადგენელმა.

კლინიკების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მრავალპროფილური კლინიკების გამოთავისუფლება შეიძლება მოხდეს და მთლიანად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის მოეწყოს.

გადაყვანა მოხდება ასეთი პაციენტების და გარკვეული კლინიკები დაეთმობა უკვე იმას, რომ მორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვა შეძლონ", - განაცხადა ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელმა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი