"ოპერაცია ვაჟა შეშა სირაძე" - "სირცხვილიას" ექსპერიმენტი შსს-ს შესამოწმებლად

გამოქვეყნდა:

"ოპერაცია ვაჟა შეშა სირაძე" — მოძრაობა "სირცხვილიამ" ექსპერიმენტი შსს-ს შესამოწმებლად ჩაატარა. აქტივისტების თქმით, ამ ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ უწყება მათ უსმენს.

"სირცხვილიამ" გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორც ექსპერიმენტის დაგეგმვა, ასევე, პოლიციის რეაგირება. 

კადრებში ჩანს, რომ აქტივისტები სახლში განიხილავენ, როგორ განახორციელონ გეგმა, შემდეგ კი მეგობრებს ურეკავენ და ეუბნებიან, თითქოს პარლამენტთან შეშის მიტანა სურთ. ისინი მუყაოს ქაღალდებსა და ბალიშებზე წერენ შეშას და პარლამენტის წინ პარკებით მიდიან, სადაც უკვე სამართალდამცავები ხვდებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი