პომპეო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება - აშშ

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე ახლო აღმოსავლეთში, საქართველოში, თურქეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის საკითხები განიხილეს. ოფიციალური პირების ცნობით, მაიკ პომპეო საქართველოში აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასაც შეხვება.

"და ბოლოს, მდივანი შეხვდება საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები კანონის უზენაესობის შესახებ, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესახებ, როგორც ინტეგრალური პროცესის ნაწილის, დავების თავისუფლად გადაწყვეტის, ადამიანისა და ეკონომიკური უფლებების შესახებ", - აღინიშნა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ის საქართველოში წინასწარ დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.  ვიზიტის პერიოდში პომპეო პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. ოპოზიცია ვიზიტის დროს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი