დღევანდელი, 14 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 669 გახდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 34 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.