დროშები ფანჯრებში და სირცხვილის კორიდორი საარჩევნო უბნებთან 21 ნოემბერს - ლევან ვარშალომიძის მიმართვა აჭარლებს

გამოქვეყნდა:

ლევან ვარშალომიძე აქციის მონაწილეებს 21 ნოემბერს, მაშინ, როცა არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს, აჭარაში, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

“ყველას მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი ყავს ქართულ ოცნებას მხარდამჭერი” – თქვა ვარშალომიძემ.

ვარშალომიძემ დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართა და კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არც პარლამენტში და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა არ აპირებს.

ვარშალომიძემ კიდევ​ ერთხელ გაახმოვანა ის მოთხოვნები , რომელიც ერთიან ოპოზიცია აქვს- ახალი არჩევნები, ცესკო-სა და უსკო-ს თავმჯოდმარეების გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ლევან ვარშალომიძის თქმით, 22 ნოემბერს ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მოსახლეობას სამოქმედო გეგმას გააცნობს, მანამდე კი ხვალ, ვარშალომიძე აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, სიმბოლურად ფანჯრებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოფინონ.

ბათუმში დღეს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი