მაიკ პომპეო საქართველოშია. აშშ- სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
უმაღლესი რანგის სტუმარს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ს ელში და საქართველოს ელჩი აშშ-ში, დახვდნენ.
დავით ბაქრაძემ და დავით ზალკალიანმა პომპეოს ჩამოსვლამდე აეროპორტში განცხადებებიც გააკეთეს.
ცნობილია, რომ მაიკ პომპეო ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს უკვე ხვალ დილიდან დაიწყებს. ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, არასამთავრობო სექტორსა და პატრიარქს შეხვდება.
ამ ეტაპზე გეგმაში არ არის ოპოზიციასთან შეხვედრა, თუმცა გაყალბებული არჩევნებს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ხვალ მდუმარე აქციით გააპროტესტებენ და ამით ეცდებიან მიაწვდინონ ხმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს.
იმ ფაქტს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მხოლოდ ხელსუფლების წარმომადგენლებს ხვდება, მკაცრად აკრიტიკებს და "შეცდომას" უწოდებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი.