სახელმწიფო მდივანი ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე - აშშ-ს საელჩოს განცხადება

გამოქვეყნდა:

მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში, აშშ-ს საელჩო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში.

სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

 სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე." ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 1 საათის წინ დაეშვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი