ერთგული ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს - თბილისში მყოფი სახ.მდივანი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

თბილისში ვიზიტით მყოფი მაიკ პომპეო ტვიტერზე საქართველოში ყოფნის შესახებ წერს. 

" ძალიან მოხარული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-ს და საქართველოს ძალიან მყარი ურთიერთობა აქვთ, რომელიც საზიარო თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე დგას. ჩვენ ერთგული ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და იმაში, რომ გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები."

Image removed.

იქამდე სანამ სახელმწიფო მდივანი თბილისიდან ტვიტერზე დაწერდა, აშშ-ის საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ "სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე".

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა და ის ოფიცილაურ შეხვედრებს ხვალ გამართავს. 

იმ ფაქტს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მხოლოდ ხელსუფლების წარმომადგენლებს ხვდება, მკაცრად აკრიტიკებს და "შეცდომას" უწოდებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი.

მსგავსი შინაარსით წერილი გაქმოვეყნა დევიდ კრამერმაც. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დაწერა, რომ სახელმწიფო მდივანს "არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები ოპოზიციასთან - ეს მთავარი შეცდომაა. ის უნდა შეხვდეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, გარდა პრო-რუსული პატრიოტთა ალიანსისა"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი